სამგორში, დროებით მოწყობილ საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა

სამგორში, სერგო ჯიქიას ქუჩაზე მდებარე შენობაში დღეს ხანძარი გაჩნდა. როგორც ირკვევა, შენობაში დროებითი საბავშვო ბაღია მოწყობილი. შემთხვევის დროს, მცირეწლოვნებიც შენობაში იმყოფებოდნენ. დაშავებული არავინაა, რადგან ბავშვების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა.

ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ უკვე 9 თვეა ავარიულობის გამო დახურულია 37-ე საბავშვო ბაღი, რომელსაც 600-მდე აღსაზრდელი ჰყავდა. ბავშვები კი სწორედ იმ სივრცეში  გადაიყვანეს, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა.

 

მსგავსი თემები