,,თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ. ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთიანობის მომხრეა ყოველთვის ყველაფერში.
,,მინდა, გითხრათ შემდეგი რამ, მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. მტერს შევურიგდები, თუ ეს საქართველოს ინტერესს ეხება. მაგრამ, მინდა, შემდეგი რაღაც ვთქვა, თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ. ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება, ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გარეთ, კი ბატონო, გადით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.