ლევან ხაბეიშვილმა  ნიკა მელია ფილმის „თოჯინები იცინიან“ პერსონაჟს, სევერიან წივწივაძეს შეადარა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა  ნიკა მელია ფილმის „თოჯინები იცინიან“ პერსონაჟს, სევერიან წივწივაძეს შეადარა.

ლევან ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით.

„ფილმში „თოჯინები იცინიან“ არის სევერიან წივწივაძე, მუდმივად რომ სათამაშოებზე ლაპარაკობს, ხომ იცით? ეს არის ჩემი კომენტარი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა: „ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება, პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“.მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“.

მსგავსი თემები