,,რატომ უნდა ვიყო მე საპატიმროში?, ისინი რესტორნიდან რესტორანში დაიარებიან”- მიხეილ სააკაშვილი

,,რატომ უნდა იყვნენ თქვენი დედები უცხოეთში და რატომ უნდა იყვნენ თქვენი მამები ჩამოშორებული ოჯახებს, რატომ უნდა ვიყო მე საპატიმროში? ეს ერთი და იგივე უსამართლობის ნაწილია, ისინი რესტორნიდან რესტორანში დაიარებიან, დასრიალებენ,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით მიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტპატიმარია.

,,მინდა ვუთხრა ევროკავშირის სამიტს ჩემ მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო მადლობა. რა თქმა უნდა, მე ვარ პოლიტპატიმარი, რაც ხდება ჩემს თავს არის დიდი უსამართლობის ნაწილი, მაგრამ ეს იმ უსამართლობის ნაწილია, რომელიც ხდება ჩვენი სამშობლოს თავს, იმიტომ, რომ დრეს უსამართლობა ვერ გაგრძელდება. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გადალახვა და დიდი მადლობა ევროკავშირს ჩემ მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის უმაღლეს დონეზე და მესმის, რომ ჩემი პოლიტპატიმრობა არის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და არ უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტპატიმრები, მე ერთადერთი არ ვარ, მაგრამ მე ყველაზე ხმაურიანი ვარ და ჩემს თავზე ეს უსამართლობა არის საქართველოს თავზე უსამართლობა. რატომ უნდა იყვნენ თქვენი დედები უცხოეთში და რატომ უნდა იყვნენ თქვენი მამები ჩამოშორებული ოჯახებს, რატომ უნდა ვიყო მე საპატიმროში? ეს ერთი და იგივე უსამართლობის ნაწილია, ისინი რესტორნიდან რესტორანში დაიარებიან, დასრიალებენ, ტენდერს ტენდერში იგებენ, ფეშენებელურ სახლს ახალს ამატებენ, ამ დროს ქვეყანა არის დაპატიმრებული და გაძევებული,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები