„მაუწყებლობის შესახებ“ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით 19 ოქტომბერს მიიღო.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კანონი “მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას”.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.

მსგავსი თემები