,,ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით”- ლაშა ხუციშვილი

ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ბუნებრივია დამატებითი შემოსავლები უჩნდება ქვეყანას და აღნიშნული შემოსავლები მიემართება იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებები.

„თანხები, რომელიც მობილიზებულ იქნა საქართველოს ბიუჯეტში, იმის შედეგია, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით. ჩვენ თუ ბოლო 3-4 წლების შედეგებს შევაფასებთ, საგადასახადო შემოსავლები საქართველოში ფაქტობრივად გაორმაგებულია. დაახლოებით 11,5 მლრდ ლარიდან, 22 მლრდ ლარზეა ასული. გადასახადების წყარო არის ის ეკონომოკური აქტივობა, რაც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო. გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.5 პროცენტის ოდენობით, შემდეგ გვქონდა 10.1 პროცენტის ოდენობით. 6.8 პროცენტის ოდენობით არის ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები