შოტლანდიის პირველი მინისტრის ოჯახის წევრებმა ღაზის სექტორი დატოვეს

შოტლანდიის პირველი მინისტრის, ჰამზა იუსაფის ოჯახის წევრებმა ღაზის სექტორი დატოვეს. როგორც იუსაფისა და მისი ცოლის, ნადია ელ-ნაკლას ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, მათ ღაზა რაფაჰის გამშვები პუნქტიდან დატოვეს.

“ბოლო ოთხი კვირა იყო ნამდვილი კოშმარი ჩვენი ოჯახისთვის, მადლიერები ვართ ყველა ნუგეშისთვისა და ლოცვისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოდან მივიღეთ, ასევე შოტლანდიისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები