ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ – პრემიერი

ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ, ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ბიუჯეტით გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.

„მომდევნო წელს პენსიონრებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ მედიკამენტები. ასეთია დაახლოებით 400 000 პენსიონერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ პენსიონრებს გავუზარდეთ 500 ლარამდე, 2012 წელს იყო 110 ლარი და გახდა 500 ლარამდე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“,-  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები