ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ღაზის თავზე მძევლებს ეძებენ

ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ღაზის თავზე მძევლებს ეძებენ. ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურად, განაცხადეს, რომ ფრენები ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თვითმფრინავები – უიარაღო MQ-9 Predators – ძირითადად მოქმედებდნენ სამხრეთ ღაზაში. ფრენების ნაწილი მაინც დაფიქსირდა Flightradar24-ზე.

ცნობისთვის, MQ-9 Predator თვითმფრინავები გამოიყენებოდა აშშ-ს სამხედროების მიერ ერაყში, ავღანეთსა და სირიაში და ასევე გამოიყენება სამეფო საჰაერო ძალების და იტალიის სამხედროების მიერ.

მსგავსი თემები