,,დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბანაკში, მაგრამ ევროპა ძალით წაგვათრევს მაინც ევროპაში, უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში”- მიხეილ სააკაშვილი

,,დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბანაკში, მაგრამ ევროპა ძალით წაგვათრევს მაინც ევროპაში, უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პერსპექტივები.

,,საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პერსპექტივები. დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბანაკში, იმ ბანაკში აღმოჩენილი პოლიტიკურად სადაც არის ჰამასი, რუსეთი და ასე შემდეგ, მაგრამ ევროპა ძალით წაგვათრევს მაინც ევროპაში, უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში. მე ამაში ვარ დარწმუნებული, ახლა ყველაფერი უფრო ნათელი გახდა, შავი და თეთრი ნათელი გახდა, ბოროტი და სიკეთე ნათელი გახდა, ასე ნათელი არ ყოფილა ეს არასოდეს”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები