ოპოზიციას ემიგრანტებში არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება კი არა, ახტალის ვანებიც აღარ უშველის – მაჭარაშვილი

ოპოზიციას ემიგრანტებში არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება კი არა, ახტალის ვანებიც აღარ უშველის. ვანები მათ იმაში უშველით, რომ არჩევნების პირწმინდად წაგებას შეაგუებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არაფერი უშველის, გარდა იმისა, რომ ტაქტიკა შეცვალოს.

„ელექტრონულ არჩევნებს ხან აგინებენ, ხან ამბობენ, რომ დემოკრატიის შუქურაა, ხან დამანგრეველია დემოკრატიისთვისო. მათი რეალური განცდაა, რომ არჩევნები წააგეს და უნდათ, ხან ემიგრანტებს ჩაებღაუჭონ, ხან რადიკალიზმის სხვა სეგმენტი შემოაგდონ. ოპოზიციას არაფერი უშველის, გარდა იმისა, რომ ტაქტიკა შეცვალოს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოებასთან. საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად, ლანძღვა-გინებით არ უნდა იყვნენ დაკავებული. ელექტრონული არჩევნები როგორიც არ უნდა იყოს – ონლაინ, პირდაპირ თუ როგორიც არის საქართველოში, რომელიც პარტნიორებმა მოიწონეს, მათ ეს არ უშველით. რაც შეეხება ემიგრანტებს, მათ შესაძლებლობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამ საკითხზე ემიგრანტებში არანაირი პრეტენზია არ ყოფილა, რომ მონაწილეობა უნდოდათ და ვერ მიიღეს. მონაწილეობას ძალით ვერავის მივაღებინებთ. მონაწილეობა თუ სურთ, გამორიცხულია, რაიმე პრობლემა გქონდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები