უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას იძიებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას იძიებს.

უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, სპეციალური სამსახური მუშაობს, მაგრამ ძალიან სწრაფი შედეგები მოსალოდნელი არ არის.

„მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი ფრაზასთან – „უსაფრთხოების სამსახური არაფერს აკეთებს“. უსაფრთხოების სამსახური მუშაობს. სხვა საქმეა, ყველას რომ სურს ძალიან სწრაფი შედეგი, ისე, რომ ეს დღეს მოხდეს“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

 

მსგავსი თემები