რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ უკრაინა მიიღებს გარანტიებს არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე საუბარი იყო მალტაზეც.
„რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ უკრაინა მიიღებს გარანტიებს. მათ შორის პრეზიდენტიც ამბობს, რომ ჯერ უნდა მივიღოთ გარანტიები სხვადასხვა ქვეყნებისგან და არა მხოლოდ დასავლეთისგან. ამაზე საუბარი იყო მალტაზეც და ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მოლაპარაკებები. გარანტიების გარეშე არანაირი აზრი არ აქვს. გარანტიების მოცემითაც კი, არ არსებობს გარანტია, რომ პუტინი ბოლომდე შეასრულებს ამ შეთანხმებას. გარანტიების გარეშე თუ აღმოჩნდა, რომ პუტინის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების მაგიდასთან ახლოსაც არავინ მივა. მოდით, ეს ფორმულა დავალაგოთ – თავიდან გარანტიები, არსებითი მოლაპარაკებები, რომლის მიხედვითაც, მკვეთრად შემცირდება რუსეთის გავლენა, იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს ამ გარანტიებს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები“, – განაცხადა არესტოვიჩმა.