უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის გამორიცხული – იოზვიაკის თქმით, EU-ს ელჩებმა ისევ იმსჯელეს საქართველოზე

უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის გამორიცხული, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.

,,ევროკავშირის ელჩებმა ისევ იმსჯელეს საქართველოზე. მათ შორის პოტენციური ზომების განხილვა “უცხოური აგენტების კანონის” მიღების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის  ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული, ყველანაირი ზომა განიხილება”.

მსგავსი თემები