,,ჰამასი ღაზას ფარად იყენებს” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბარბოკი ღაზას საზღვართან მდებარე ქალაქ ნეტივოტს ეწვია.

„ჰამასი ახლა უდანაშაულო ადამიანების უკან დგას და ღაზაში მათ ფარად იყენებს. ჰამასმა ღაზას მთელი მოსახლეობა მძევლად აიყვანა. მათი გვირაბები, მათი იარაღის საწყობები და სამეთაურო ცენტრები განზრახ განლაგებულია საცხოვრებელ კორპუსებში, სუპერმარკეტებსა და უნივერსიტეტებში. შესაძლოა, საავადმყოფოებშიც კი“, – თქვა ბერბოკმა.

მსგავსი თემები