მერწმუნეთ, ამ წლებში შსს-ს შესაძლებლობების 20%-ც არ გამოგვიყენებია – გომელაური აქციებზე

მერწმუნეთ, ამ წლებში შსს-ს შესაძლებლობების 20%-ც არ გამოგვიყენებია, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური ანტირუსულ აქციებზე.

,,მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, ქართველები არ ვართ ბევრნი, ცოტანი ვარ ძალიან, ეს ჩვენი ახალგაზრდობაა და მაქსიმალურად ვცდილობთ გაუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით, კიდე ხაზს ვუსვამ და მერწმუნეთ, 20%-ც არ გამოგვიყენებია ამ ბოლო წლების განმავლობაში მთელი შესაძლებლობების რაც აქვს შსს-ს”, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები