„ევროპელობის სანაცვლოდ ხალხს ცალ ფეხზე დგომისკენ მოუწოდებენ და ტრადიციებსაც იოლად თმობენ“ – გიორგი კვახაძე  

„ვუყურებ და მგონია, მართლა დაიჯერა პოლიტიკურმა უმცირესობამ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მათია და უმრავლესობა არ არსებობს“ – მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძე.

მისი თქმით, იმ უზნეობითა და თავგასულობით საზოგადოებას მოთმინების ფიალა ევსება.

„ქვეყნის მოყვარული საზოგადოება თვალს ადევნებს ამ უზნეობას, თავგასულობას, ქართველობის აბუჩად აგდებას და მოთმინების ფიალა ევსება. უდიდესი ისტორიისა და კულტურის ერს წაუკითხაობა არ უხდება და არც თითის ქნევას არ არის მიჩვეული. დამოუკიდებლობა ჩვენი გენეტიკური მოთხოვნაა და ამისთვის თაობებს უბრძოლიათ. არც ამ თაობას გაგვიჭირდება ბრძოლა, თუკი საქართველოს დასჭირდა. თბილისის ქუჩებში გამოსულ ხალხს არც თავისუფლების ჟინი ეტყობა და არც თავის განწირვის შემძლეობა სამშობლოსათვის“ აცხადებს კვახაძე.

მისივე თქმით, ევროპის სანაცვლო, ხალხს ცალ ფეხზე დგომისკენ მოუწოდებენ.

„მათი ორგანიზატორები კი ძალადობის ინსცენირებით ცდილობენ შექმნან მუხტი და საკუთარ წევრებს სანახაობრივად თავადვე უსწორდებიან. კადრულობენ პრაქტიკულად ყველაფერს. ევროპელობის სანაცვლოდ ხალხს ცალ ფეხზე დგომისკენ მოუწოდებენ და ტრადიციებსაც იოლად თმობენ. ევროპა ჩვენი ბუნებრივი ადგილია, მაგრამ ღირსებით და არა მის გარეშე. ქართველობა ისტორიულ პასუხისმგებლობას ითხოვს და არა სხვის ფულზე დამოკიდებულებას. რუსთაველის პროსპექტზე, რომ კაცი და ქალი ამოსაცნობი გახდება ე.ი. მათ ქვეყნის ბედი არ ენდობათ. ევროპაში ქართველობით, გამჭვირვალობით და ღირსეულად“ – აცხადებს კვახაძე.

მსგავსი თემები