„ახლა არ არის ნეიტრალიტეტის დრო”- ლოიდ ოსტინი

„ახლა არ არის ნეიტრალიტეტის,  ცრუ ეკვივალენტურობისა ან უპატიებელის გამართლების დრო“, – ამის შესახებ  თელ-ავივში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისრაელელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ”ჰამასი” ტერორისტულ ორგანიზაციას ISIS-ის შეადარა.

„ტერორიზმი გაუმართლებელია და ეს განსაკუთრებით ეხება ჰამასის ამ მძვინვარებას“ – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მისივე თქმით, არავინ უნდა შეეცადოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების თავის სასარგებლოდ გამოიყენოს,

„ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი ჯგუფისთვის ან ვინმესთვის, ვინც ცდილობს ისარგებლოს ამ სისასტიკით, ჩვენ მხოლოდ ერთი სიტყვა გვაქვს: არ გააკეთოთ ეს“, – განაცხადა ოსტინმა.

მსგავსი თემები