,,უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი აქციების ჩატარებას”- ორბანი

უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი აქციების ჩატარებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთი „ტერორისტული ორგანიზაციების“ მხარდამჭერი აქციების ჩატარებას, რადგან მისი თქმით, უნგრეთის ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს თავი უსაფრთხოდ.

„აქციის ჩატარების მცდელობები იყო უნგრეთშიც, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს, რადგან ეს უნგრეთის მოქალაქეებისთვის ტერორისტული საფრთხე იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა უნგრელმა მაინც, განურჩევლად მათი რწმენისა თუ წარმოშობისა, თავი დაუცველად იგრძნოს“, – განაცხადა ორბანმა.

„შემაძრწუნებელია, რომ მთელ ევროპაში იმართება ტერორისტების მხარდამჭერი აქციები“, – განაცხადა ორბანმა.

მსგავსი თემები