,,რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე”- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე და არავინ სხვა, მაგრამ ყველას, აი სულ
ყველას დედებს გიტირებთ, ვისაც დახმარებას გთხოვდით ამ კაცის გადარჩენაში და თქვენ ვირუსად და მოღალატედ გამომაცხადეთ,”- ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის კაბინეტის გახსნას.

„ვინც მიხეილ სააკაშვილის კაბინეტს ხედავთ და ფიქრობთ, რომ ეს არანორმალურია, გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან ნორმალურია!

ნორმალურია იმიტომ, რომ ნებისმიერი, ოდნავ გონიერი და პატიოსანი ადამიანისთვის, ნათელი იყო რომ აქამდე მოვიდოდა ის თვითდესტრუქციული პროცესი, რომელიც რეალურად 2008 წელს თბილისის წაგების შემდეგ დაიწყო, 2012 წელს, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, ძალიან დამძიმდა და დღეს არის აი აქ – ჯოჯოხეთში.
ძაღლის ყბა მქონდა გამობმული და ხან ერთთან მივრბოდი, ხან მეორესთან, ხან მესამესთან – ვყვიროდი, რომ ეს კაცი თავს იღუპავს და საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.

მე ვხვდებოდი, რომ მიშა რეალობას აცდა მთლიანად – იმ რეალობას, რომელშიც წააგო, იმიტომ რომ თვითონ ხომ “გამარჯვებებისთვის დაიბადა?” როგორ შეიძლება მან წააგოს? რეებს უგონებთ? მტრები ხართ!
იმ რეალობაზე გაბრაზდა რაშიც მას უარი უთხრეს! He refused to feel rejected! რეალობას აღარ იღებდა და თავის მოგონილ რეალობაში იკეტებოდა – რომ თითქოს ის ზებუნებრივი მოვლენაა, რომ მას ყველა ეთაყვანება და ვინც მას არ ეთაყვანება, ყველა პუტინის აგენტია.

ამ ხალხმა გიჟად, გარიგებულად, მოღალატედ და შურიანად შემრაცხა.
რას ვიზამდი? – ძალა მიშას ჰქონდა და გიჟი იყო, თუ ჯანმრთელი, მასთან დალაგება უნდოდათ, რომ პირადი გამორჩენა მიეღოთ.

ასე მიუშვეს ბოლომდე, უძახეს ძალიან მაგარ ფორმაში ხარ – ჟანრის კანონი ითხოვს შენს გამეფებასო და ზურგის ქარი მისცეს თავის ბოლომდე გაფარჩაკებაში.
ცხადია, . სულ ყველას! p.s. მიხეილ ჯავახიშვილის კურდღელი წაკითხული გაქვთ?“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი თემები