,,თამარ გოლდენბერგის კვალი ჯერ ნაპოვნი არ არის, სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია”- ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში დაკარგული თამარ გოლდენბერგი ამ ეტაპზე ნაპოვნი არ არის. მისივე თქმით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაკარგვის შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა.

,,ერთადერთი, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის თამარ გოლდენბერგის კვალი. ის არის საქართველოს მოქალაქის შვილი, ისინი აფხაზეთიდან არიან, 30 წლის წინ ჩამოვიდნენ. თამარი აქ არის დაბადებული, მისი კვალი ჯერ ნაპოვნი არ არის, სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია. ეს არის ინფორმაცია, რასაც მის შესახებ ვფლობ. დღეს არის დაკრძალვა ქართველი ებრაელი ვაჟკაცის, მოშიაშვილის, რომელიც ბრძოლის დროს დაეცა გმირულად. მისი ძმა 2014 წელს, სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა. ჩვენი ქართველი ებრაელების ოჯახში ეს დიდი ტრაგედია დატრიალდა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

 

მსგავსი თემები