ჰამასი „აისისის“ მსგავსია და ხალხს ნაცისტებივით ხოცავს – ანტონიო ტაიანი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ისრაელში ჩავიდა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ელი კოენს შეხვდა.

„ჰამასი „აისისის“ მსგავსია და ხალხს ნაცისტებივით ხოცავს. ისინი მკვლელი ტერორისტები არიან და აუცილებლად უნდა შეჩერდნენ“, – განაცხადა ტაიანმა.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

მსგავსი თემები