რუსებმა ნიკოპოლს ორჯერ დაარტყეს – დაშავდა ორი ადამიანი

დღეს რუსეთის ძალები, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს 2-ჯერ დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 2 მაშველი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა სახანძრო-სამაშველო მანქანაც.

,,ნიკოპოლის მაშველებმა შუადღისას მიიღეს შეტყობინება დაბომბვით გამოწვეული ხანძრის შესახებ. გაჩერებაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა მისი ჩაქრობა დაიწყეს. ამ დროს რუსებმა ისევ გაისროლეს. შედეგად ორი მაშველი დაიჭრა,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები