ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ  წევრ ქვეყნებს მოუწოდა ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად ცნონ, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა. ი

შესაბამისი რეზოლუცია წევრმა ქვეყნებმა ერთხმად მიიღეს.

რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოდის მოწოდებით, რომ ქვეყნებმა პუტინთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტონ, გარდა ჰუმანიტარული კონტაქტებისა და მშვიდობისკენ მოწოდების.

,,პრეზიდენტის დომინანტურმა ძალაუფლებამ, რომელიც ხელისუფლებაში ძალიან ხანგრძლივი დროით ყოფნის შედეგია, და ასევე ნებისმიერი ტიპის შეკავების/ბერკეტის არარსებობამ, როგორიც არის ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთისგან ფაქტობრივად დიქტატურა შექმნა”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

მსგავსი თემები