საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ, მოლდოვა იდენტობას კარგავს – პუტინი

ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ შედის დსთ-ში, მაგრამ ისინი ამ ფორმატში არ მუშაობენ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს  სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე.

,,ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა. უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყანა საკუთარ იდენტობას კარგავს, მაგრამ ეს მისი არჩევანია”, – აცხადებს პუტინი.

მსგავსი თემები