რუსეთში ნავალნის ადვოკატები დააკავეს

რუსეთის პოლიციამ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატები დააკავა. დილით მათ ბინებში ჩხრეკა ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის საქმის ფარგლებში ჩატარდა. ამ მუხლით, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში სასამართლომ ნავალნის 19 წელი მიუსაჯა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის ახალ საქმეში. ის თავის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

მსგავსი თემები