ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ერთი ადამიანი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ მანქანაში მჯდომი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი თემები