კრიშტიანო რონალდოს 99 დარტყმით გაროზგვა ემუქრება. სასჯელი სისრულეში იქნება მოყვანილი იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელი ირანს ეწვევა.
სასჯელის მიზეზი გახდა რონალდოს საქციელი – კრიშტიანო გადაეხვია და აკოცა ირანელ მხატვარ ქალს ირანულ „პერსეპოლისთან“ აზიის ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩის შემდეგ. ირანის კანონმდებლობით კი მსგავსი საქციელი უკანონოა, თუ კაცი ქალის ქმარი არ არის.