,,ომის დანაშაულებისა და ღაზას ალყის ფონზე, სხვა ფრონტების გახსნა რეალურად შესაძლებელია”- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აცხადებს, რომ თუ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა გაგრძელდება, შეიძლება, სხვა ფრონტები გაიხსნას.

ამირაბდოლაჰიანი ბეირუთში ჩავიდა, სადაც მას ლიბანელ ოფიციალურ პირებთან ერთად ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლები დახვდნენ.

„გაგრძელებული აგრესიის, ომის დანაშაულებისა და ღაზას ალყის ფონზე, სხვა ფრონტების გახსნა რეალურად შესაძლებელია”, – ამბობს ამირაბდოლაჰიანი.

მსგავსი თემები