ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში ხანძარი იყო. “ტვ 25”-ის  ინფორმაციით, 4-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე  უცნობია.

მსგავსი თემები