,,ამერიკამ არ შეიძლება გზავნოს იარაღი და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს”- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ისრაელის თავდასხმები თუ არ შეწყდება, კონფლიქტი შესაძლოა, გაფართოვდეს და მასში სხვა მხარეებიც ჩაერთონ.

მისი თქმით,”ამერიკამ არ შეიძლება გზავნოს იარაღი და ბომბები ქალების, ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად ღაზაში და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს”.

„ეს ორგანიზებული სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც სიონისტური გაერთიანება ჩადის, დაუყოვნებლივ თუ არ შეწყდება, მაშინ ჩვენ ნებისმიერი შესაძლებლობა შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. სასაცილოა, რომ ყოველთვის, როდესაც ამერიკა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, ის ნებას რთავს კრიმინალებს, ყალბ სიონისტურ გაერთიანებას, დახოცოს ქალები, ბავშვები და სამოქალაქო პირები ღაზაში. ამერიკამ არ შეიძლება გზავნოს იარაღი და ბომბები ქალების, ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად ღაზაში და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები