,,ხოშტარიამაც რუსეთში მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში”- კობახიძე

ხოშტარიამაც რუსეთში მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რუსეთში ქართველი სტუდენტების სწავლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის მხარდაჭერა 85 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ძალიან მარტივად იზომება. მთავარია, საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდეს აღქმა, რომ დასავლეთს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება უნდა, რისი საფუძველიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა. როგორც კი საზოგადოებაში ჩამოყალიბდება აღქმა, რომ დასავლეთს უნდა „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, მაშინვე გაიზრდება სხვაგვარი დამოკიდებულებების ხარისხი და ტენდენცია. ხოშტარიამაც იქ მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

მსგავსი თემები