ყოფილი ცოლი შვილების ნახვას უკრძალავდა, გზააბნეული დადის, შვილი მოუკლეს – 14 წლის გოგოს მამის ძმა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა.

მამის ძმა  აცხადებს, რომ რომ მოკლული გოგოს დედა მამას საკუთარ შვლებთან კონტაქტს უკრძალავდა. მისივე თქმით,  მოსკოვში მყოფ კაცს არავინ უთხრა მისი ქალიშვილის იძულებითი ქორწინების ამბავი.

,,წასულია ჩემი ძმა, შვილის საფლავს აკეთებინებს, დადის გზააბნეულია 14 წლის შვილი მოუკლეს, რაც სათქმელი  ჰქონდა გუშინ უთხრა გამომძიებლებს. დაზარალებულია თვითონაც 1 წელი შვილს არ აჩვენებდა ყოფილი ცოლი, უკრძალავდა ნახვას, რა უნდა სცოდნოდა ამას. დმანისში მოკითხეთ ხალხს ყველაფერი, გამოძიებამ არ იცის თვითონ ვისი პასუხისმგებლობაცაა?” – განუცხადა მამის ძმამ ტვ პირველს.

მსგავსი თემები