ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ბლინკენი მეფე აბდულა II-სა და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ იორდანიის გარდა ის ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარსაც ეწვევა. „ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებულ თხოვნას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება და „ჰამასზე“ მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად”, – განაცხადა ბლინკენმა.

მეტი...

მკვლელობა მარნეულში – მოკლულია 40 წლამდე კაცი

მარნეულში 40 წლამდე კაცი მოკლეს. მას ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სისხლიან ანგარიშსწორებას წინ შელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ მიმალვა მოახერხა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ხულოს კლინიკაში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა

ხულოს კლინიკაში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას, კლინიკის დირექტორი რუსლან აბულაძე tv25-თან ადასტურებს. მისი თქმით, ბავშვი ერთი კვირის წინ ბათუმში გამოკვლევებზე ჰყავდათ, ჩვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

მეტი...

აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს – ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს. „არ არსებობს განზრახვა ან გეგმა ისრაელში ამერიკელი ჯარების ადგილზე განთავსების თაობაზე – ისრაელელებს არ აქვთ ამის სურვილი. ისრაელელებმა ნათლად აჩვენეს, რომ მათ არ სურთ უცხოური ჯარები თავიანთ მიწაზე, რომ მათ სურთ ამ ოპერაციების დამოუკიდებლად წარმართვა და მათ აქვთ სრული უფლება, უნდოდეთ ამის გაკეთება“, – განაცხადა კირბიმ.  

მეტი...

იმპერატრიცამ, ზაფხულის სასახლის აღდგენისთვის, საზღვაო ფლოტის ფული მთლიანად დახარჯა – რეპორტაჟი პეკინიდან

იჰეიუანის პარკი – სწორედ ასე ჰქვია საზაფხულო საიმპერატორო სასახლეს, რომელიც  პეკინის გარეუბანში მდებარებს და ჯინის, იუანის და კინგის იმპერატორების საზაფხულო რეზიდენციაა. ის 3000-ზე მეტ შენობას მოიცავს  და შეტანილია  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ბაღის შექმნა იმპერატორ ციანლონგის ბრძანებით დაიწყო. ტბის მშენებლობის დროს გამოთხრილი მიწიდან კი აშენდა დღეგრძელობის გორა, რომლის თავზე რამდენიმე ბუდისტური ტაძარია. ნაპირის გასწვრივ გადის გრძელი დერეფანი, რომელიც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც “მსოფლიოს ყველაზე გრძელი მოხატული დერეფანი” – 728 მეტრი. კედლებზე დაახლოებით 8 ათასი ნახატია ჩამოკიდებული. გარშემორტყმული დრაკონებისა და ლომების ბრინჯაოს ფიგურებით – იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოებით. აქ ნაპირზე…

მეტი...