სამართალდამცავებმა არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

ქალების მიმართ სექსისტური და ძალადობრივი განცხადებების გამო, უკრაინის პოლიციამ ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

დახურულ „ფსიქოლოგიურ სემინარებზე“ არესტოვიჩმა პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველ ქალებს არსებები უწოდა, რომლებიც “ჯერ უნდა მოტ*ნა, შეურაცხყოფა მიაყენო და გაუჩერებლად დაახრჩო.” ქალებმა კი კაცებს “როგორც კერპებს, ისე უნდა უყურონ.”

25 სექტემბერს კი რადას დეპუტატმა პოლიციაში განცხადება შეიტანა არესტოვიჩის მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო.

ოფიციალური ინფორმაციით, ახლა პოლიცია გამოძიებას ჩაატარებს. გარდა ამისა, საქმე გადაეგზავნა კიევის საქალაქო პროკურატურას.

სოვსუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმე მუდმივ საზოგადოებრივ კონტროლს მოითხოვს.

„თუ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს, ეს იქნება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, იმის დასტური, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირია და დაუსჯელობა აღარ არის ნორმა“, – განაცხადა  დეპუტატმა.

აღნიშნული მუხლი, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლი (ძალადობისა და სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის კულტის ხელშემწყობი საქმიანობის გავრცელება), ითვალისწინებს თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ან ჯარიმას.

მსგავსი თემები