ლიბანში Reuters-ის ოპერატორი დაიღუპა, დაჭრილია Al Jazeera-ს 2 ჟურნალისტი

ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს Reuters-ის ოპერატორი ესამ აბდულა ემსხვერპლა, დაიჭრა Al Jazeera-ს ორი ჟურნალისტი – კარმენ ჯოხდარი და ელი ბრახაი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაბომბეს ჰეზბოლას სადამკვირვებლო პოსტი ლიბანის საზღვარზე. საპასუხო იერიში ისრაელის არმიამ მას შემდეგ განახორციელა, რაც ჩრდილოეთის საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისრაელის სამხედრო პუნქტს ესროლეს.

მსგავსი თემები