ისრაელის არმიამ საზღვარზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ლიბანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა

ისრაელის არმიამ საზღვარზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ლიბანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აფეთქებამ ისრაელ-ლიბანის საზღვართან, ჩრდილოეთ კიბუცის ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების ღობე მცირედ დააზიანა. ისრაელის ჯარმა ლიბანის ტერიტორიის მიმართულებით საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

BBC-ის ინფორმაციით, არსებობს მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება იმ შემთხვევაში, თუ ლიბანის შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ გადაწყვეტს ჩარევას და თავისი პალესტინელი მოკავშირეების მხარდასაჭერად ისრაელს შეუტევს.

მსგავსი თემები