მოძრაობა „თალიბანი“ ავღანელ ქალებს უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლის უფლებას არ აძლევს. მათ სწავლა დუბაიში სურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სტიპენდია ასამდე ავღანელმა ქალმა მოიპოვა. თუმცა სწავლის დაწყება მხოლოდ მათ შეძლეს, რომლებიც უკვე ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ.