,,რუსეთის პრეზიდენტმა ომში უკრაინის დაღლის სტრატეგია აირჩია” – ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ომში უკრაინის დაღლის სტრატეგია აირჩია. ლიეტუვის პრემიერმა ამ შინაარსის განცხადება სადისკუსიო შეკრებაზე გააკეთა. მან პუტინი რუს დიქტატორად მოიხსენია.

„პუტინის სტრატეგია დამღლელი ომი და უკრაინის გრძელვადიანი გამოფიტვაა. ამ გზით რუსი დიქტატორი უკრაინისთვის რუსული აგრესიის მოსაგერიებლად დახმარების ტემპისა და მასშტაბის შემცირებას ცდილობს. შემდეგ კი ხელისუფლებაში მოვლენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საერთოდ შეეშვებიან უკრაინის მხარდაჭერას. მე ამის რეალურ შესაძლებლობას ვხედავ“, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.

მსგავსი თემები