რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი, ადვოკატი პაველ ასტრახოვი, საქართველოში არ შემოუშვეს. რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ ის საქართველოდან თურქეთში მიდიოდა, სადაც დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 25 აგვისტოს მოხდა, რის შემდეგაც ის სომხეთში დაბრუნდა.

“სომხეთში გადამღებ ჯგუფთან ერთად ფილმებისთვის “ახალი კიდობნისა” და “წარღვნისთვის” მასალების გადაღების შემდეგ, ჩვენ სომხეთ-საქართველოს საზღვარს ვკვეთდით, რომ ტრანზიტული გზით თურქეთში წავსულიყავით არარატთან, სადაც ასევე იგეგმებოდა გადაღებების გაგრძელება.

მაგრამ საქართველოს საზღვართან მესაზღვრეებმა უკანონოდ და უმიზეზოდ გაგვაჩერეს, თითქმის 7 საათის განმავლობაში, დოკუმენტების ჩამორთმევითა და პირადი ნივთების ჩხრეკით. ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა ქართულ და ინგლისურენოვან პროტოკოლზე. საბოლოოდ კი, ფილმის რეჟისორთან ერთად საერთოდ შეშვებაზე გვითხრეს უარი”, – თქვა ასტრახოვმა.

ცნობისთვის, პაველ ასტრახოვი ბავშვთა ომბუდსმენის თანამდებობიდან 2016 წელს, კარელიის რესპუბლიკის პრიონეჟსკის რაიონის სოფელ სიამოზეროშ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გადადგა. მაშინ ქარიშხალს ბავშვები ემსხვერპლნენ. ბავშვთა ომბუდსმენმა ქარიშხალს გადარჩენილ გოგონებს ჰკითხა: “აბა, როგორ იცურავეთ?”

მსგავსი თემები