,,უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება დავიწყეთ” – ზელენსკი

,,უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება დავიწყეთ”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკვე დავიწყეთ უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება. პირველი – ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა. თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია ჩვენი საჭიროებების შესახებ, ველოდებით გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა გეგმავს სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ პირების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების კრიმინალურ დეპორტაციაში მონაწილეობდნენ.

„ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ანალოგიური სანქციების დაწესებაზე. ბავშვების დეპორტაცია, მცდელობა, მშობლიური ქვეყნის სიძულვილი ასწავლონ, რუსული გენოციდური პოლიტიკაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მხრიდან დაგმობას იმსახურებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები