სოფელ კირბალში რუსმა ოკუპანტებმა ტაძრის კარი აჭედეს

რუსმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს. თავდაპირველად რუსებმა ტაძრის კარი 3 თვით დაკეტეს, თუმცა ადგილობრივებმა მისი გახსნა შეძლეს. რამდენიმე დღის წინ იგივე განმეორდა.

სოფლის მოსახლეობის თქმით, ოკუპირებულია მეორე სალოცავიც, საუბარია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე, რომელში შესვლის საშუალებაც ადგილობრივებს არ აქვთ.

“სალოცავებზე, საფლავებზე ვეღარ მივდივართ. ლომისის ეკლესია გვაქვს კარები აგვიჭედეს უკვე მესამე თვეა. არავინ ჩვენი პატრონი არაა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. 3 დღის წინ სოფლის თავზე იყვნენ ჩამოსული რუსები, მენახირეებს ელოდებოდნენ რომ წაეყვანათ, სოფელმა დაინახა, გავაფრთხილეთ და ნახირიც აღარ გაუშვეს საძოვარზე. ძალიან გაჭირვებაშია სოფელი, თითქმის სოფელში შემოდიან უკვე”, – ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

მსგავსი თემები