რუსულმა ძალებმა პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს – არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსებმა სარაკეტო შეტევა მირგოროდსკის რაიონის გოგოლევოს დასახლებაზე განახორციელეს. აფეთქების შედეგად მცენარეული ზეთის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

თავდსხმის ადგილზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი თემები