ესპანეთსა და იტალიაში ძლიერი ქარი და წვიმაა, საბერძნეთში კი ტყის ხანძრებს ებრძვიან

ესპანეთსა და იტალიაში ძლიერი ქარი და წვიმაა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, ბალეარის კუნძულებზე, კატალონიასა და ვალენსიაში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა, ქალაქ ბარსელონაში კი რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა.

ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმა მოვიდა ჩრდილოეთ იტალიაშიც. ლომბარდიაში ძლიერმა ქარიშხალმა ხეები ამოძირკვა და შენობების სახურავები დააზიანა. ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს ლიგურიასაც.

ამასთან, კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან საბერძნეთში. სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, კვირას ქვეყნის მასშტაბით 105 დიდი და მცირე ხანძრის კერა ფიქსირდებოდა, მათგან 46 ბოლო 24 საათის განმავლობაში გაჩნდა.

ყველაზე რთული მდგომარეობაა ევროსის რეგიონში, თურქეთთან საზღვართან, სადაც კვირას ევაკუაციის ბრძანება კიდევ ორმა ​​დასახლებულმა პუნქტმა მიიღო.

ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ევროპაში ხანძრების სიხშირის ზრდა კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.

მსგავსი თემები