მარნეულის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე სახლი გაქურდეს

მარნეულში, სოფელ ილმაზლოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. წაღებულია ძვირადღირებული ნივთები, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ძვირფასეულობა.

არსებული ინფორმაციით, სოფელში გახშირებული ქურდობები კვირაზე მეტია ხდება.

ადგილობრივ პოლიციაში ამბობენ, რომ მომხდარზე 1 პირია დაკავებული.

მსგავსი თემები