,,ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა” – გეოლოგი

ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ განაცხადა.

„საქმე გვაქვს გამოფიტული მასალის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ საშიშროება არ არსებობს, ანალიზის სფეროს განეკუთვნება. ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. მუდმივად არის საჭირო დაკვირვება. ალბათ, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება“, – განაცხადა შოთა ლობჟანიძემ.

მსგავსი თემები