მეწყერის გამო, შიომღვიმეში ტურისტების შესვლა შეზღუდულია

გეოლოგებმა შიომშიმეს მონასტრის მიმდებარედ მეწყერსაშიში ზონაში კვლევები დაასრუოლეს. როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე აცხადებს, ამ ეტაპისთვის, შეზღუდვები ძალაში რჩება.

„გეოლოგიურმა სამსახურმა ადგილზე სამუშაოები დაასრულა. ველოდებით მათ დასკვნას. აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ. წინამძღვართან კოორდინირებული მუშაობით გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები, რომ შეიზღუდა მომლოცველთა და ტურისტთა შემოსვლა, ამ რეჟიმში ვართ ახლაც. გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ“,- განაცხადა ქავთარაძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები