ჩინეთის სამხრეთ ნაწილს ქარიშხალი უახლოვდება

ჩინეთის სამხრეთ ნაწილს ქარიშხალი უახლოვდება. ტაიფუნმა „საოლამ“ ფილიპინებში რამდენიმე დასახლება უკვე დატბორა, რის გამოც ათასობით ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მთიან რეგიონში კი მეწყრის მაღალი რისკი არსებობს. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 100 კილომეტრსაც კი გადააჭარბოს.

რეგიონში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. ტაიფუნის მოახლოებასთან დაკავშირებით, ჩინეთმა სანაპირო ზოლში რამდენიმე პორტი დახურა.

მსგავსი თემები