ლიეტუვის მთავრობა ბელარუსთან კიდევ ორი საზღვრის დახურვას აპირებს

ლიეტუვის მთავრობა ბელარუსთან კიდევ ორი საზღვრის დახურვას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს კიდევ ორი საგუშაგოს დახურვას. ეს არის ლავორიშკესა და რაიგარდის სასაზღვრო პუნქტები”, – განაცხადა აგნე ბილოტაიტემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საზღვარზე კონტრაბანდის რაოდენობის შემცირებისა და თანამშრომლების სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გადამისამართების მიზნით მიიღეს.

მსგავსი თემები