შიომღვიმის მონასტრის მარჯვენა მხარეს ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერი ღია იქნება მომლოცველებისა და ტურისტებისთვის, ასევე, არ მოხდება ბერებისა და მონაზვნების ევაკუაცია.

სპეციალისტების რეკომენდაციით, მონასტრის მარჯვენა მხარეს, იმ ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნაშალი მასალა გროვდება, სასულიერო პირებისა და ვიზიტორების გადაადგილება შეიზღუდება.

,,გაიცა რეკომენდაცია, რომ მონასტრის მარჯვენა მხარეს, ანუ კლდის მხარეზე მდებარე ტერიტორიაზე ნაწილობრივი შეზღუდვა იქნება დაწესებული. შეიზღუდება მომლოცველების, ტურისტების და ბერ-მონაზვნების გადაადგილება. რეკომენდაციის საფუძველზე, უახლოეს საათებში და უახლოეს პერიოდში დაიწყება მონასტრის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაოები”, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის მოადგილე, გოჩა ქავთარაძემ.

არსებული ინფორმაციით, სპეციალისტების დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები